ბათუმის
“ტრამპ თაუერის“ მშენებლობას ცნობილი არქიტექტორი, ჯონ
ფორტიადისი
უხელმძღვანელებს.
ამის
შესახებ ინფორმაციას, „სილქროუდ ჯგუფი" ავრცელებს. მათი განცხადებით, ულტრათანამედროვე,
47-სართულიან
ნაგებობაში
ბიზნესცენტრი,
სპა და ფიტნეს კლუბები, ლაუნჯბარები და საცხოვრებელი ბინები განთავსდება, რომელთა ფართი 80-დან 700 კვადრატულ მეტრამდე იქნება.
დონალდ
ტრამპის ინვესტიცია ქართულ ბაზარზე პირველად შემოდის.
ამერიკელი
ბიზნესმენი,
ცნობილი სამშენებლო კომპანიის პრეზიდენტი საქართველოში 21
აპრილს ჩამოვა.
როგორც
„ინტერნეტ.ჯი"-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან
აცნობეს, დონალდ ტრამპი 21 აპრილს თბილისში დარჩება, 22 აპრილს კი ის ბათუმში გაემგზავრება, სადაც საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
Internet.ge