კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 770-ზე მეტი ბავშვი გახდება
14:43 18.01.2017
|
დღის სიახლეები
|
სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 47-ე საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს საჩუქრად ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ.
ნათლობის დასრულების შემდეგ, 20.00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს. დღეისთვის უწმინდესს 30 238 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.
46-ე ნათლობა 15 ნოემბერს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში შედგა. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|