სააგენტო „როიტერის“ გავრცელებული
ინფორამციით იტალიაში ზვავი ჩამოწვა, რის შედეგადაც
30 ადამიანი დაიღუპა.
ტრაგედია აბრუცოს პროვინციაში მოხდა.
მაშველები აცხადებენ, რომ ისინი სასტუმროდან დახმარების შესახებ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს იღებდნენ.
ადამიანები წერდნენ, რომ სიცივით იღუპებიან, თუმცა სამაშველო კოლონა შემთხვევის ადგილზე მისვლას გზაზე წაქცეული ხეების და ლოდების გამო ვერ ახერხებდა.
სასტუმრო Rigoplano ქალაქ ფარინდოლაში, იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ზვავის ჩამოწოლის მიზეზი 5,4, მაგნიტუდის მიწისძვრა გახდა, რომელიც იტალიის ცენტრალურ ნაწილში გუშინ დაფიქსირდა.