საქართველოს საპატრიარქოში ხვალ წმინდა სინოდის საგანგებო
სხდომა გაიმართება.
არსებული ინფორმაციით, წმინდა სინოდის საგანგებო სხდომაზე
ეკლესიაში შექმნილ სიტუაციას განიხილავენ.
სავარაუდოდ, სასულიერო პირები შეეხებიან დეკანოზ გიორგი
მამალაძის დაპატიმრების საკითხს.
შეგახსენებთ რომ რამდენიმე ხნის წინ მამა გიორგი მამალაძე
მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს მაშინ, როდესაც პატრიარქი გერმანიაში ოპერაციას
იკეთებდა.
დღეს, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმის მასალების
ნაწილი გაასაჯაროვა, მათ შორის აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები , სადაც დაკავებული დეკანოზი
და ერთ-ერთი მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე ფიგურირებენ.