სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელებმა, რომლებსაც ЛГБТ-ს
აქტივისტებიც უერთდებიან, გადაწყვიტეს მხარი დაუჭირონ ბლოგერ ვარლამოვის
კანდიდატურას ომსკის მერობის არჩევნებზე იმ მოტივით, რომ ვარლამოვი უზრუნველყოფს
მათი უფლებების დაცვას ქალაქში.
ამის შესახებ ინფორმაციას www.news.argumenti.ru ავრცელებს.
გეი-აღლუმის მონაწილეებს იმედი აქვთ, რომ კანდიდატურა, რომელსაც ისინი
მხარს უჭერენ, გაიმარჯვებს და ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება მათი პრობლემა.
სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა თქმით, მათი მთავარი
პრობლემა ის არის, რომ ქალაქში გეი-აღლუმის ჩატარების უფლებას არ აძლევენ.
მოსკოვის გეი-აღლუმის ორგანიზატორის - ნიკოლაი ალექსეევის განცხადებით, ილია
ვარლამოვი გახდება პირველი მერი, რომელიც გადაწყვეტს ქალაქში გეი-აღლუმების
ჩატარების პრობლემას.
შეგახსენებთ, რომ ომსკის ცესკო-მ გუშინ ჩაიბარა ილია ვარლამოვის
დოკუმენტები, რათა მან 17 ივნისს დანიშნულ
მერობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა მანამდე მან ათი ათასამდე
მხარდამჭერის ხელმოწერა უნდა შეაგროვოს.
აღსანიშნავია, რომ
რამდენიმე თვის წინ მოსკოვში გამართული გეი-აღლუმის მონაწილეები პოლიციამ დააკავა
და აღლუმი ჩაშალა. მათ შორის იყო ომსკის მერობის კანდიდატი ვარლამოვიც.
Internet.ge