ვიეტნამმა უკვე სთხოვა მსოფლიო
ჯანდაცვის ორგანიზაციას, დაეხმაროს იდუმალი დაავადების გამოკვლევაში, რომელმაც
ქვეყანაში უკვე 19 ადამიანი იმსხვერპლა, 171 კი - დააავადა. უცხო სენი ძირითადად ვიეტნამის ცენტრალურ, ღარიბ
რაიონებში ფიქსირდება. ავადდებიან პირველ რიგში მცირეწლოვანი ბავშვები და
მოზარდები.
დაავადების სიმპტომატიკა ასე გამოიყურება: მაღალი ტემპერატურა,
მადის დაკარგვა, გამონაყარი ხელებსა და ფეხებზე. პაციენტები, რომლებიც დაავადების
ადრეულ ეტაპზევე არ მიმართავენ ექიმს, ღვიძლის ფუნქციის დისფუნქციას და სხვა
ორგანოებზე პრობლემებს უჩივიან.
თითქმის 100 ადამიანი ამ
დროისათვის საავადმყოფოშია მოთავსებული, მათგან 1 - კრიტიკულ მდგომარეობაშია.
დაავადების
პირველი შემთხვევები გასული წლის აპრილში გამოვლინდა, თუმცა ეს ერთეული
შემთხვევები იყო. გასულ თვეს კი ინფექციამ ახალი ძალით იფეთქა. 27 მარტიდან 5
აპრილის ჩათვლით, დაავადების 68 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 8 ლეტალური შედეგით დასრულდა.
internet.ge