დიმიტრი შაშკინმა ბრაზილიელ სენატორს განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო
რეფორმების გასაცნობად, საქართველოში ბრაზილიელი სენატორი კრისტოვამ ბუარკე ჩამოვიდა. სენატორს დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი შეხვდა და განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმები პირადად გააცნო.
კრისტოვამ ბუარკესთან შეხვედრისას დიმიტრი შაშკინმა განსაკუთრებული აქცენტი რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეზე გააკეთა, კერძოდ, წელს პირველად, სტუდენტური დასაქმების პროგრამა ამოქმედდა, მოხდება მოსახლეობის უფასოდ გადამზადება ინგლისურში, კომპიუტერსა და პროფესიულ ორიენტაციაში, მიმდინარეობს პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსება და სხვ.
მინისტრმა ასევე ვრცლად იმ სიახლეებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარების კუთხით განხორციელდა და მომავალშია დაგეგმილი.
კრისტოვამ ბუარკემ წარმატებულად შეაფასა საქართველოს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები და აღნიშნა, რომ მათი გაზიარება და ქართულ მხარესთან მომავალი თანამშრომლობა ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
Internet.ge