საქართველოს კონტროლის პალატაში სამუშაო შეხვედრა
გაიმართა, სადაც განხილულ იქნა პოლიტიკური დაფინანსების
მონიტორინგის მეთოდოლოგიის პრინციპები.
აღნიშნული
პროექტი, რომელიც საქართველოს კონტროლის პალატის
ექსპერტთა და იურისტთა ჯგუფმა მოამზადა, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს „მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის ცალკეული დებულების უფრო მეტ გამჭვირვალობას. ამასთან, პროექტში
წარმოდგენილია კანონით დადგენილი ნორმების
დეტალური ანალიზი.
სამუშაო
შეხვედრაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ანალოგიური
შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს.
internet.ge