ნორვეგიულმა
გამომცემლობამ, „კაპელენ
დამ“-მა ტერაქტის მსხვერპლთა ახლობლების პროტესტის შედეგად, გაყიდვიდან ამოიღო წიგნი „გული ქვის
წინააღმდეგ“, რომლის ავტორიც უტოიაზე ანდრეს ბრეივიკის თავდასხმის შედეგად
დაზარალებული ერთ-ერთი ადამიანია. წიგნი ტერორისტის სასამართლო პროცესის
დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიტანეს მაღაზიებში.
ადრიან პრაკონი
22 წლისაა. მისი დრამატული ისტორია მსოფლიოს არაერთმა გაზეთმა დაბეჭდა. იმისთვის,
რომ თავი გადაეჩინა, მან გაითამაშა, თითქოს, მკვდარი იყო. ტერორისტმა მას მაშინაც
ესროლა, როცა ის დაღუპულებს შორის იწვა, თუმცა ბრეივიკმა ააცილა და პრაკონი მხოლოდ
მხარში დაიჭრა.
ადრიანმა წიგნი
ჟურნალისტ ერიკ მელერ სულხეიმთან ერთად დაწერა. მასში ტრაგედიის მოანწილეთა
ისტორიებია აღწერილი. პერსონაჟებს შორის არის 15 წლის ბიჭი ეივინდიც, რომელიც
მშობლებთან ტელეფონზე საუბრის შემდეგ მალევე დაიღუპა. მისი ნათესავები პრაკონს არ
აძლევდნენ უფლებას ამ სატელეფონო საუბრის ფრაგმენტი თავის წიგნში დაებეჭდა. სწორედ
ეს გახდა კიდეც მიზეზი იმისა, რომ ახლა წიგნს გაყიდვიდან იღებენ. ეს დაახლოებით
მილიონნახევარი ეგზემპლარია. ეივინდი წიგნში დაახლოებით 20-ჯერაა ნახსენები და
ავტორს ახლა მისი სახელის ამოღება, გამომცემლებს კი ახალი ტირაჟის დაბეჭდვა მოუწევს.
internet.ge