წყალტუბოს დევნილთა ახალ ჩასახლებაში დღეს, მოსახლეობა საკუთარ ეზოს გაამწვანებს.
ახლადჩამოყალიბებული თემის
ინიციატივით მოსახლეობა საკუთარ ეზოს
ხეხილითა და დეკორატიული მცენარეებით გაალამაზებს.
გამწვანების აქცია
იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ ეგიდით პროექტის „ქალთა
შესაძლებლობების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მშენებლობისათვის“ ფარგლებში ტარდება. პროექტს ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით სამხრეთ კავკასიის ხუთ რეგიონში ორგანიზაცია „ქეა საერთშორისო კავკასიაში“ ახორციელებს.
პროექტის პარტნიორია საქართველოში იძულებით გადაადგილებულ ქალთა
ასოციაცია „თანხმობა“.
გამწვანების აქციას წყალტუბოს ჩასახლების თემის წევრებთნ ერთად გამგეობის, საკრებულოს, აფხაზეთის მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აგრეთვე ადგილობირივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
Internet.ge