ელისაბედ II უინძორი
იუბილარია. დედოფალს დღეს 86 წლი შუსრულდა.
ელისაბედ II დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა, ხოლო გვირგვინი 1953 წლის 2 ივნისს დაიდგა.
ელისაბედი, რომელმაც მამამისი, ჯორჯ VI შეცვალა ტახტზე, ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე დიდხანს არის ტახტზე დედოფალ ვიქტორიას შემდეგ, რომელმაც 63 წელს იმეფა.
ელიზაბედ მეორეს მმართველობის პერიოდში 12 პრემიერ-მინისტრი და კენტერბერის 6 არქიეპისკოპოსი შეიცვალა. მას მხოლოდ დიდ ბრიტანეთში 25 500 ოფიციალურ ღონისძიებაში აქვს მონაწილეობა მიღებული, არის 400 000 ჯილდოს მფლობელი და 3,5 მლნ წერილის ადრესატი.
Internet.ge