GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ნიკა გილაური: აშშ განათლების სფეროში მორიგ ინვესტიციას დებს
16:16 21.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. გილაურთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო სესიებში მონაწილეობს დიმიტრი გვინდაძეც.

საქმიანი შეხვედრები უკვე გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური და საფინანსო უწყებების წარმომადგენლებთან.

ნიკა გილაური  ”ათასწლეულის გამოწვევის” კორპორაციის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსთვის ახალი კომპაქტის გამოყოფაზე ისაუბრეს. თანხა ერთდროულად რამდენიმე მსხვილ პროექტს მოხმარდება.

“ჩვენ ახალი პროგრამა გვაქვს, განიხილება 100-150 მილიონ დოლარიანი ახალი კომპაქტი, რაც განათლების სექტორში ინვესტიციის ჩადებას ნიშნავს. თანხის ნაწილი სკოლების რეაბილიტაციას მოხმარდება, ნაწილი კი ახალი ამერიკული უნივერსიტეტის მშენებლობას მოხმარდება. ამ უნივერსიტეტში სტუდენტებს საშაულება ექნებათ მიიღონ ამერიკული განათლება და აიღონ შესაბამისი დიპლომიც“,- განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, 2 მაისს უნდა გაიმართოს შესაბამისი „ბორდი“ და აღნიშნული პროექტების დამტკიცება სწორედ ამ შეხვედრისას მოხდება.

პარალელურ რეჟიმში, ქართული დელეგაცია შეხვედრებს მართავს ლათინური ამერიკის ქვეყნების ფინანსთა უწყებების წარმომადგენლებთან.

შეხვედრების დროს, ორმხრივი თანამშრომლობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების გარდა, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქართული რეფორმები და უკვე მიღებული გამოცდილებაა.

ცნობილია, რომ გილაური დღეს საღამოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორსაც შეხვდება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კახეთში სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება1
აფხაზურმა სპეცრაზმმა საქართველოს მოქალაქე აიყვანა2
ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის მილის მოპარვა სცადეს3
საფრანგეთის ჟანდარმერია გამოძიების მასალებს ქართულ მხარეს დღეს გადასცემს4
პრემიერ-მინისტრის აპარატი განცხადებას ავრცელებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X