GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ყვარელში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა
16:30 21.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ყვარლის მოსახლეობა სუფთა და ხარისხიან წყალს გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს. 

დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, პრეზიდენტის რწმუნებულთან კახეთის რეგიონში, გიორგი ღვინიაშვილთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან ირაკლი კვაშილავასთან ერთად, ყვარლის წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო. მოგვიანებით, რამაზ ნიკოლაიშვილი, გიორგი ღვინიაშვილთან და ირაკლი კვაშილავასთან ერთად ყვარელში მცხოვრებ - ხარატიშვილების ოჯახსაც ესტუმრა, სადაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა მინისტრს  პირადად მიაწოდა ინფორმაცია წყლის სფეროში ყვარელში განხორციელებული სამუშაოების შედეგებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. როგორც მასპინძლებმა აღნიშნეს, წყლის მიწოდების საკითხი ყვარელში მართლაც მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. 

წყალმომარაგების საკითხი ყვარელში წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ყვარლის 11 ათასამდე მოსახლე წყალს, ყოველ მეორე დღეს, 4 საათიანი გრაფიკით იღებდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისა და სამივე ჭაბურღილის სისტემაში ჩართვის შედეგად კი  სუფთა და ხარისხიან წყალს, ყვარლის მოსახლეობა ყოველდღიურად 8-10 საათიანი გრაფიკით იღებს.

პროექტის ფარგლებში, წყლის სათავე ნაგებობიდან რეზერვუარამდე, შეიცვალა 4 კილომეტრი ცენტრალური მაგისტრალი. მოხდა რეზერვუარებთან არსებული 3 ჭაბურღილის რეაბილიტაცია. დაგეგმილია, აღნიშნული ჭაბურღილების ელექტრონული მართვა. შეიცვალა რეზერვუარში შემავალი და გამავალი  8 ურდული. მოხდა მოსახლეობის სრული გამრიცხველიანება.

პროექტზე, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის  დაფინანსებით განხორციელდა, 100-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა1
დავით ბაქრაძე: ჩვენი ამოცანაა არჩევნები დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს2
მაჭავარიანი: არჩევნებში დამარცხებულმა გამარჯვებულს უნდა მიულოცოს3
სანდრა რულოვსი: არსებულ პრობლემებზე სწრაფი რეაგირება ხდება4
Forsa: საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 88% მიიღებს მონაწილეობას5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X