მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, კვირაცხოვლობას -
თომას კვირას აღნიშნავს, ამასთან დაკავშირებით, ყველა
ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე, წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო
ტაძარში ჩაატარებს.
ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით,
რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა - ახალი კვირა, ანუ აღდგომის
განახლება.
ეს დღე განახლებაა აღდგომის დღესასწაულისა. ამ
დღიდან ყოველი კვირიაკე (კვირადღე) აღდგომის დღესასწაულია; სწორედ ამიტომ
იკრიბებიან ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე. ძველად
ქრისტიანები ყოველ კვირადღეს ერთმანეთს ხვდებოდნენ სააღდგომო მისალმებით: «ქრისტე
აღსდგა!» და «ჭეშმარიტად აღსდგა!»
internet.ge