GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საჯარო სკოლები სქულ ბოქსებით აღიჭურვება
13:03 23.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო,  რეფორმის ფარგლებში, ახალ პროექტს ანხორციელებს.

მალე, საჯარო სკოლები  სპეციალურად შერჩეული  და დატესტილი აპარატურისაგან შემდგარი სქულ ბოქსებით აღიჭურვება.

ყუთში ჩატვირთული თანამდეროვე სისტემა სტაბილურ და უსაფრთხო ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს და სკოლებს დამატებითი ელექტრონული სერვისების განხორციელებაში დაეხმარება.

უწყვეტი ინტერნეტკავშირი, ონლაინ შეფასებები, საკონტროლო სამუშაოები, კონფერენციები, ვიდეო გაკვეთილები - ეს არის ძირითადი მიზანი, რის განხორციელებაშიც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალი აპარატურა, ე.წ. სქულ ბოქსები დაეხმარება.

შედეგად, ხარისხობრივად გაუმჯობესდება სასწავლო პროცესი, ყველა მოსწავლეს  შესაძლებლობა ექნება უწყვეტ  რეჯიმში ისარგებლოს ინტერნეტით, ადგილი აღარ ექნება ლოჯისტიკურ და ტექნიკურ ხარვეზებს.

სქულ ბოქსების აწყობა კომპიუტერულ ქარხანა „ალგორითმში“ მიმდინარეობს. დღესვე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქარხანას ეწვია და აწყობის პროცესს პირადად გაეცნო. ქარხანაში 100-მდე პროფესიონალი სპეციალურ ყუთებში თანამედროვე სისტემას ამონტაჟებს. რამდენიმე კვირაში სქულ ბოქსები 1500 სკოლას დაურიგდება.

წელს პირველად, საატესტატო გამოცდები სწორედ ახალი სისტემის გამოყენებით ჩატარდება. ახალი სასწავლო წლიდან კი, სკოლებში სასწავლო და შეფასებითი პროცესი სქულ ბოქსების დახმარებით, ელექტრონულად წარიმართება. სკოლები, მასწვლებლები, მოსწავლეები ინფორმაციებს ონლაინ რეიჟიმში მიიღებენ.  ახალი სისტემა დაეხმარება სკოლებს ჰქონდეთ  მჭიდრო ონლაინკავშირი.

სქულ ბოქსების დანერგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონების სკოლებისთვის,  ახალი სისტემა მათ იგივე მომსახურებასა და კომფორტს სთავაზობს, რასაც ქალაქის სკოლებს.

ახალი სისტემის დანერგვა  სკოლებში ეტაპობრივად განხორციელდება.  პროექტი ასევე ითავლისწინებს სკოლების ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციასაც, წელს 10 000-მდე ახალი კომპიუტერი შევა სკოლებში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
არჩილ კბილაშვილის ვარაუდით ივანიშვილის ქონება სახელმწიფოს გადაეცემა1
ახვლედიანი უმრავლესობას მოუწოდებს, დევნილების პრობლემებზე მთავრობას პასუხი მოსთხოვოს2
საქსტატში მსოფლიო ბანკის ექსპერტები იმყოფებიან3
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ყრილობაზე დასასწრებად რეგიონებიდან ჩამოდიან4
გენმოდიფიცირებული სიმინდით ნაკვებ ვირთხებს სიმსივნე განუვითარდათ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X