GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბრეივიკი რუსეთში გაქცევას გეგმავდა
15:11 23.04.2012
დღის სიახლეები

ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი მხოლოდ იმას ნანობს, რომ შემთხვევითი გამვლელები დახოცა. მან ოსლოში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე ბოდიში მოუხადა იმ დაღუპულთა ნათესავებს, რომლებიც 2011 წლის 22 ივლისს ტერორისტის მიერ ოსლოს სამთავრობო კვარტალში ბომბის აფეთქებას შეეწირნენ. ამასთან, ბრეივიკმა უარი თქვა ბოდიში მოეხადა კუნძულ უტოიაზე ჩადენილი მკვლელობების გამო, რადგან ეს ტერაქტი, როგორც მან განაცხადა, „პოლიტიკური მოსაზრებების გამო“  მოაწყო. ბრეივიკმა უტოიას ახალგაზრდულ ბანაკს „იდეოლოგიური ბანაკი“ უწოდა.


ტერორისტმა ასევე განაცხადა, რომ კუნძულზე „ვერ“ მოკლა მოზარდი, რადგან არ შეეძლო ესროლა ბავშვისთვის. ბიჭი, რომელიც ბრეივიკმა „შეიბრალა“ 16 წლის იყო. ტერორისტი ამტკიცებს, რომ ის შიშისგან იყო პარალიზებული.

ტკივილი, რომელსაც მომხდარის შედეგად ბრეივიკის მსხვერპლთა ახლობლები განიცდიან, ტერორისტმა იმ განცდას შეადარა, რომელიც მან 22 ივლისის მოვლენების შემდეგ თავის ოჯახთან და მეგობრებთან დაშორების შემდეგ განიცადა.

მან კუნძულიდან გაქცევის გეგმაზეც ისაუბრა. ბრეივიკმა განაცხადა, რომ სურდა დამალულიყო ფორნებუს აეროპორტში მდგარი ჰიდროთვითმფრინავის საშუალებით. ის ტერაქტამდე ასეთი თვითმფრინავის მართვას ინტერნეტის საშუალებით სწავლობდა. ასევე აღნიშნა, რომ გაქცევას აპირებდა, ვთქვათ, რუსეთში. თუმცა მალე უარი თქვა ამ გეგმაზე, რადგან იფიქრა, რომ მისი ექსტრადირება ნორვეგიაში მაინც მოხდებოდა.


Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პარლამენტში, ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი, "ქრისტიან-დემოკრატებმა" დასვეს1
მედია ექსპერტის შეფასება2
ნარიაშვილმა “მონპელიესთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა3
ტუღუში არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის ეხმაურება4
რუსეთის „ფსბ“ გალში უსაფრთხოებას აძლიერებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X