თბილისის
№173 საჯარო
სკოლას რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის ვახტანგ გზირიშვილის სახელი მიენიჭა.
მემორიალური
დაფა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა
გახსნეს.
ამასთან, დღესვე №173 საჯარო სკოლაში ვახტანგ გზირიშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა, სადაც
სტუმრებმა გმირის ხსოვნის აღსანიშნავად ხეები დარგეს.
ვახტანგ
გზირიშვილი
ცხინვალის
რეგიონში იბრძოდა, იგი 8 აგვისტოს სამხედრო დავალების შესრულების დროს დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ მას ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა. 23 აპრილს ვახტანგს 24 წელი შეუსრულდებოდა.
Internet.ge