GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სასჯელაღსრულების თანამშრომელთა პირველდაწყებითი საბაზისო მომზადება მიმდინარეობს
18:05 23.04.2012
დღის სიახლეები

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში, სასჯელაღსრულების სისტემის ახლადდანიშნულ თანამშრომელთა მომზადება პირველდაწყებითი საბაზისო სასწავლო პროგრამის მიხედვით გრძელდება.

 

სისტემის თანამშრომლები 14 დღიან სასწავლო კურსს გადიან, რაც ითვალისწინებს მონაწილეთა თეორიულ, პრაქტიკულ, ფიზიკურ და ტაქტიკურ მომზადებას.სწავლების დაწყებამდე, ტრენინგის მონაწილეებს ცოდნის შესამოწმებელი პრე-ტესტი და ფსიქოლოგიური ტესტი უტარდებათ.

 

პრობაციის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სწავლების პროცესში ტრენინგის მონაწილეები ეცნობიან საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სტანდარტებს, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, პატიმრობის კოდექსს, სისტემის სარეჟიმო სამსახურის თავისებურებებსა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების წესებს. ასევე გადიან პრაქტიკულ მეცადინეობებს სამართლებრივი დაკუმენტაციის მომზადებასა და იმიტირებულ საკანში, პირველადი სამედიცინო მომსახურების როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას.

 

ტრენინგის მონაწილეები სწავლობენ სამწყობრო სვლას, სპეციალური აღჭურვილობის მოხმარების წესებსა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების ტაქტიკას.

 

ტრენინგის ბოლოს სერთიფიკატები გადაეცემა იმ წარმატებულ მსმენელებს, რომლებიც შეფასების სამ კომპონენტიანი სისტემის მიხედვით - ტრენინგზე დასწრება, შუალედური გამოკითხვა და ტესტირება - დააგროვებენ 75%-ს და ჩააბარებენ ფიზიკურ ნორმატივებს. ტრენინგის ბოლოს შედგება მონაწილეთა ფსიქოლოგიური პროფილები.

 

ტრენინგი მეორე ჯგუფისთვის მიმდინარე წლის 5 მაისს დასრულდება.


Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ცესკო: საარჩევნო კომისიის შენობიდან არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია გაიტაცეს1
ბაქრაძე რამსფელდის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს2
4 წლის ბიჭი საკუთარ ეზოში დაკრძალული იპოვეს3
რუსეთი უფროსკლასელთა სამხედრო წვრთნას იწყებს4
ქუბრიაშვილი დღეს სასტარტოშია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X