GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
21 მაისიდან საატესტატო გამოცდები დაიწყება
14:09 24.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა, საატესტატო გამოცდების დაწყების თარიღი თბილისის 82-ე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებთან შეხვედრაზე  გააჟღერა. მინისტრის თქმით,  2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება.

მინისტრმა 82-ე სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრაზე, საატესტატო გამოცდების მნიშვნელობაზე, ბარიერზე და შეფასების სისტემაზე ისაუბრა. შეხვედრის ბოლოს დიმიტრი შაშკინმა მეთორმეტეკლასელების შეკითხვებსაც უპასუხა.

2011-2012 წლის საატესტატო გამოცდები, გასული წლის მსგავსად, "CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით, რვა საგანში ჩატარდება. წელს იგივე რჩება კომპეტენციის ზღვარი - 5.5. თითოეულ საგანში გამოცდა საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში  ერთსა და იმავე დღეს  გაიმართება. სამინისტროს ინფორმაციით, ყველა სკოლა ტექნიკურად გამართულია და მზად არის გამოცდების ჩასატარებლად.

სკოლებში, მთელი წლის განმავლობაში, საგამოცდო საგნებში აბიტურის საათები ტარდებოდა, რომელზედაც მეთორმეტეკლასელები განვლილ მასალას იმეორებდნენ და საატესტატო გამოცდებისთვის ემზადებოდნენ.

2012 წლის 6-დან 13 აპრილის ჩათვლით, ფართომასშტაბიანი საცდელი ტესტირება, საქართველოს სხვადასხვა რეგიონი 170-მდე სკოლაში ჩატარდა მასში 8 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა. პრეტესტებისას მეთორმეტეკლასელები გამოსაშვები გამოცდების დავალებებზე მუშაობდნენ და ამით იმ გარემოს ეცნობოდნენ, რომელიც მათ საატესტატო გამოცდებზე ექნებათ.

საცდელი ტესტირების  შედეგებს, ყველა მონაწილე, 25 აპრილს, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, სპეციალურ საძიებო სისტემაში იხილავს.

მინისტრის განცხადებით, 2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები ხარვეზების გარეშე და მაღალ დონეზე წარიმართება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სააკაშვილი: იმედია, აქ შეკრებილი პოლიტიკოსები იზიარებენ იმ ხედვას, რომ ქვეყანა მტერს არ ჩავაბაროთ1
საქართველო - ესპანეთი 0:12
ვლადიმერ სანაკოევი: ტერმინი „ოკუპირებული ტერიტორიები“ საფუძვლიანია3
პეტერბურგში პოტენციური ტერორისტი აღმოაჩინეს4
ვანო მერაბიშვილმა სართიჭალაში მარცვლეულის საშრობი მეურნეობა დაათვალიერა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X