მიხაკო წერეთლის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით კომისია მუშაობას დღეიდან დაიწყებს
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაპუნა
დავითაიას განცხადებით, საფრანგეთში დაკრძალული ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, მიხაკო წერეთლის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შეიქმნა.
მინისტრის
განცხადებით, სამთავრობო კომისია მუშაობას დღეიდან დაიწყებს.
აღნიშნული კომისია გადმოსვენების
საკითხზე, ოჯახის წევრებთან, მეცნიერებთან და სათვისტომოსთან ერთად
იმუშავებს.
ცნობილი პუბლიცისტი, სოციოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე,
მიხაკო წერეთელი 87 წლის ასაკში
გარდაიცვალა. იგი საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზეა დაკრძალული.
Internet.ge