დღეს, პარლამენტში საბავშვო ბაღებში
წყლის,
სანიტარიისა
და
ჰიგიენის
საკითხების
ეროვნული
კვლევის
შედეგებს
განიხილავენ.
შეხვედრას დაესწრებიან
–- საქართველოს პირველი
ლედი სანდრა ელისაბედ
რულოვსი, ადრეული ასაკის
ბავშვთა
განვითარების
ალიანსის, შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტროს, საბავშვო
ბაღების
გაერთიანებების, თბილისის ბაგა-ბაღების
მართვის
სააგენტოსა და დაავადებათა კონტროლისა
და
საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის
ეროვნული ცენტრის
წარმომადგენლები.
ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის კომიტეტის სხდომაზე, კვლევის შედეგებს წარადგენენ და საბავშვო
ბაღების
სამოქმედო
გეგმის
შემუშავების
მიზნით, პრიორიტეტულ საკითხებზე
შეთანხმებას მიაღწევენ.
Internet.ge