საქართველოს
განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური
დაცვის სამინისტროსთან ერთად, ახალ პროექტს იწყებს.
2012-2013 სასწავლო წლიდან, პირველკლასელები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან საუკეთესო კერძო სკოლებში უფასოდ ისწავლიან. პროექტი იმ მოზარდებს შეეხებათ, რომელთა ოჯახისთვის მინიჭებული ქულა 57 000 ქვემოთაა, ან რომელთა
ოჯახებიც განსაკუთრებულ თანადგომას საჭიროებენ.
საქართველოს
განათლებისა
და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს, სოციალურად დაუცველი პირველკლასელები
ლუკა გულედანი, ალექსანდრე ქუმსიაშვილი და ლიზი ნანავა კერძო სკოლაში მიიყვანეს, სადაც ისინი 15 სექტემბრიდან დაიწყებენ სწავლას.
”თბილისის
მწვანე სკოლაში” მინისტრებმა მოსწავლეებს პირადად გააცნეს გარემო, სადაც მომავალში ისწავლიან.
განათლების სამინისტროს ინფრომაციით, ახალი პროექტი, ძირითადად იმ კერძო სკოლებში განხორციელდება,
რომელთაც საჯარო სკოლები შეიძინეს და მათი
რეაბილიტაცია
მოახდინეს, გადახდილი თანხა კი, ახლომდებარე
სკოლების ინფრასტუქტურის განვითარებას მოხმარდა. თანამედროვე სტანდერტებით აღჭურვილ კერძო სკოლაში, ახალი კონტიგენტის მიღებისას, უპირატესობა სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს ენიჭებათ.
“თბილისის
მწვანე სკოლამ” გასულ წელს შეიძინა 134-ე საჯარო სკოლა და დღეს ინფრასტრუქტურით
საქართველოში
ერთ-ერთი საუკეთესოა. სკოლას ორი თანამედროვე ბიბლიოთეკა, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო ოთახები და ლაბორატორიები აქვს. სკოლაში ფუნქციონირებს მანდატურის სამსახური, ავტონომიური დაცვისა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა.
”თბილისის
მწვანე სკოლის” სოციალურად დაუცველი მოსწავლეები იმავე პრივილეგიებით ისარგებლებენ, რომლითაც კერძო სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ.
Internet.ge