ნაჭყებია: სენაკის მოსახლეობა რეზერვისტთა ბაზის დასახლებულ პუნქტში არსებობას აპროტესტებს
მანანა ნაჭყებიას, სოფელ ძველ სენაკში, მოსახლეობასთან ახლოს რეზერვისტთა ბაზის
არსებობა მიზანშეუწინლად მიაჩნია. ამის შესახებ „ახალი-მემარჯვენეების“ წევრმა
ადგილობრივებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ბაზის
მიმართულებით
სისტემატურად
მოძრაობს სატვირთო ტრანსპორტი, რამაც მთლიანად მოსპო ასფალტის საფარი, სოფლის გზაზე გადაადგილება ავტოტრანსპორტითაც და ფეხით მოსიარულეთათვისაც
გაძნელებულია.
გარდა ამისა, წვრთნების დროს ხმაური იწვევს მოსახლეობის დისკომფორტს და ხშირ შემთხვევაში ზიანს აყენებს შენობა–ნაგებობებს. მოსახლეობა ითხოვს ბაზა დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გადაიტანონ და არ მოხდეს სოფლის საავტომობილო გზის დაზიანება,რის გამოც ხშირად, საავარიო სიტუაციები იქმნება“,-
განაცხადა ნაჭყებიამ.
Internet.ge