სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში სასჯელაღსრულების სისტემის ახლადდანიშნულ თანამშრომელთა მომზადება, პირველდაწყებითი საბაზისო სასწავლო პროგრამის მიხედვით გრძელდება.
სისტემის თანამშრომლები 14 დღიან სასწავლო კურსს გადიან, რაც ითვალისწინებს მონაწილეთა თეორიულ პრაქტიკულ, ფიზიკურ და ტაქტიკურ მომზადებას. სწავლების დაწყებამდე ტრენინგის მონაწილეებს ცოდნის შესამოწმებელი პრე-ტესტი და ფსიქოლოგიური ტესტი უტარდებათ.
სწავლების პროცესში ტრენინგის მონაწილეები ეცნობიან საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სტანდარტებს, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, პატიმრობის კოდექსს, სისტემის სარეჟიმო სამსახურის თავისებურებებსა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების წესებს. ასევე გადიან პრაქტიკულ მეცადინეობებს სამართლებრივი დაკუმენტაციის მომზადებასა და იმიტირებულ საკანში, პირველადი სამედიცინო მომსახურების როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას.
ტრენინგის მონაწილეები სწავლობენ სამწყობრო სვლას, სპეციალური აღჭურვილობის მოხმარების წესებსა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების ტაქტიკას.
ტრენინგის ბოლოს სერთიფიკატები გადაეცემათ იმ წარმატებულ მსმენელებს, რომლებიც შეფასების სამ კომპონენტიანი სისტემის მიხედვით - ტრენინგზე დასწრება, შუალედური გამოკითხვა და ტესტირება - დააგროვებენ 75%-ს და ჩააბარებენ ფიზიკურ ნორმატივებს.
ტრენინგის ბოლოს შედგება მონაწილეთა ფსიქოლოგიური პროფილები.
ტრენინგი მეორე ჯგუფისთვის მიმდინარე წლის 5 მაისს დასრულდება.
internet.ge