GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სტუდენტებს დაფინანსების გაუმჯობესების შანსი ეძლევათ
18:11 26.04.2012
დღის სიახლეები

განათლების სამინისტრო სტუდენტებს კარგად სწავლის სანაცვლოდ, გრანტის გაუმჯობესების შანს აძლევს.

უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით, ახალი ინიციატივა პარლამენტში, სამთავრობო საათზე, დღეს, მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა წარმოადგინა.

მისი თქმით, განათლების უწყება ტექნიკურ და თბილისის სახელმწიფო უნივესრიტეტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ წარჩინებული სტუდენტები დააფინანსონ.

„მართალია, უნივერსიტეტები კერძო სამართლის იურიდიული პირები გახდნენ, მაგრამ ამ უნივერსიტეტებთან დაკავშირებით, სახელმწიფო გარკვეულ ბერკეტებს ფლობს. კერძოდ, ჩვენ მათ სახელმწიფო ქონებას გადავცემთ, იმისათვის რომ ენდაუმენტის ფონდები შეიქმნას და სტუდენტების დაფინანსება მოხდეს. ეს ჩვენი გეგმაა, მაგრამ ამას დრო სჭირდება და სახელმწიფო უნივერსიტეტებს ვთავაზობთ, რომ დაფინანსების დამატებითი სტიმულები შევქმნათ. უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი, რომელიც  კარგად  ისწავლის და სესიას ჩააბარებს, გრანტის გაუმჯობესებას შეძლებს.  პირობითად, სტუდენტი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გავიდა და  გრანტი ვერ მოიპოვა, თუმცა, პირველი კურსი წარჩინებით 91–100 ქულამდე დაამთავრა, მაშინ მას აპრიორში 25 ქულიან ბონუსს ვაძლევთ, რომ ჯიარის გამოცდის მაგვარ გამოცდაზე გავიდეს და გრანტი მოიპოვოს“, – განმარტავს მინისტრი.

მინისტრის განცხადებით, ეს წინადადება არ ეხება კერძო უნივერსიტეტებს, რადგან სახელმწიფო მათ საქმიანობაში ვერ ჩაერევა.

„მათთვის კარი ღიაა, თუმცა გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ“, – დასძინა მან.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნინო ბურჯანაძემ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო1
პოლიციას აქციების დარბევისას ძალის გამოყენების უფლება მისცეს2
სატურნი რეკორდულ ტემპერატურამდე გავარვარდა (VIDEO)3
ნიკა რურუამ გურამ ოდიშარიას წარმატება უსურვა4
ვანო მერაბიშვილმა შიდა ქართლში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X