შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის შეფასებით, ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როდესაც საქართველო ორგანიზებულ დანაშაულს ებრძოდა.
როგორც სამთავრობო საათზე, მინისტრმა განაცხადა, ბოლო სამი წლის განმავლობაში პოლიციელებსა და კრიმინალებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას ადგილი აღარ ჰქონია.
მისი
თქმით, პირველი ორი წლის განმავლობაში,
დამნაშავე სამყაროსთან ფიზიკური ომი იყო გაჩაღებული.
„ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში პირველ ორ წელიწადში, შსს-მ 40 ადამიანი დაკარგა და სამწუხაროდ, შეტაკებების დროს, 37 ეჭვმიტანილი იქნა გარდაცვლილი. ჩვენ მაშინ გავუძელით ყველანაირ ზეწოლას: მორალურს, ფიზიკურს და სამხედროს. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში პოლიციელის ხელით არცერთი მოქალაქე არ გარდაცვლილა და პირიქით, არ გარდაცვლილა არცერთი პოლიციელი კრიმინალის ხელით. ჩვენი პოლიციელების შეიარაღება დღეს კომპიუტერებით მიმდინარეობს“, – დასძინა
მინისტრმა.
internet.ge