საზღვარგარეთ
მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დოკუმენტების მიღება კიდევ უფრო გაუმარტივდათ.
იუსტიციის
სამინისტროს
სამოქალაქო
რეესტრის სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურის დახმარებით, უცხოეთში მყოფ ადამიანებს შეუძლიათ ამა თუ იმ საბუთის მისაღებად საქართველოში მყოფ პირს გაუფორმოს მინდობილობა, ან საბუთის გასაცემად გამოხატონ თანხმობა.
აღნიშნულ
სიახლესთან
დაკავშირებით,
დღეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი გაბრიელაშვილმა ბრიფინგი გამართა.
„ადრე, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საბუთის მისაღებად უწევდა რთული და ხანგრძივი პროცედურის გავლა, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. იგი უნდა მისულიყო ადგილობრივ ნოტარიუსთან (ან საკონსულო დაწესებულებაში),
საქართველოში
მყოფ წარმომადგენელზე
უნდა გაეფორმებინა მინდობილობა, შემდეგ დაემოწმებინა აპოსტილით, გამოეგზავნა საქართველოში, ეთარგმნათ საბუთი, წარმომადგენელს უნდა მიეღო ცნობა, დაემოწმებინა აპოსტილით და გაეგზავნა განმცხადებლისთვის”,- განაცხადა გიორგი გაბრიელაშვილმა
მინდობილობის
საფუძველზე, საქართველოში მყოფი პირი უფლებამოსილია აიღოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობები: დაბადების, ქორწინების, განქორწინების, სახელის/გვარის შეცვლის, მამობის დადგენისა და შვილად აყვანის მოწმობები. გარდა ამისა, ახალი სერვისის თანახმად, მინდობილ პირს შეუძლია აწარმოოს განქორწინების რეგისტრაციის პროცედურები, განახორციელოს სამოქალაქო აქტის მონაცემების შესწორება და სხვა.
რაც
შეეხება ამა თუ იმ დოკუმენტის გასაცემად საჭირო თანხმობის გამოხატვას, საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეს შეუძლია თანხმობა გამოხატოს არასრულწლოვან პირზე პასპორტის გაცემასთან დაკავშირებით, 16–18 წლამდე პირის ქორწინების რეგისტრაციის შესახებ, არასრულწლოვანი პირის სახელის/გვარის შეცვლასთან დაკავშირებით, მის საკუთრებაში არსებულ ბინაში პირის რეგისტრაციასთან დაკავშირებით და სხვა
საკითხებზე.
Internet.ge