GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებს შორის ცურვაში შეჯიბრი გაიმართა
15:14 27.04.2012
დღის სიახლეები

ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ისანი-სამგორის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის თავისუფალი სტილით ცურვაში შეჯიბრი მოეწყო.

სპორტულ ასპარეზობაში გამარჯვებულის ტიტულისათვის ერთმანეთს 17 სკოლის 34 მოსწავლე დაუპირისპირდა.

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლების გარდა, სანახაობას „ოლიმპიკის“ აუზზე ცურვის სახელგანთქმული ოსტატები და სპორტის ამ სახეობის ვეტერანებიც დაესწრნენ.

პროკურატურის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეთა ტურნირი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ექვს გამარჯვებულს გამოავლენს. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ გოგონებსა და ვაჟებს სპეციალური პრიზები გადაეცემათ, შეჯიბრის უკლებლივ ყველა მონაწილე კი სიგელებით დაჯილდოვდება.

სპორტული ასპარეზობა ანტინაკოტიკული კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს პროკურატურამ მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა. მასში  თბილისის მერია, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, აგრეთვე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებიც მონაწილეობენ. სახელმწიფო უწყებების გარდა, ანტინარკოტიკულ კამპანიაში ჩაერთვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლები - მწერლები, მსახიობები, სპორტსმენები.

ნარკოტიკული ვითარების კვლევის შედეგების თანახმად, ნარკოდანაშაულის რაოდენობა ქვეყანაში 2011 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა,  გასულ წელს 2010  წელთან  შედარებით, 32%-ით ნაკლები ნარკოდანაშაულია აღრიცხული, 2007 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით კი, ნარკოდანაშაულის კლება 53,1% შეადგენს. მიუხედავად ამისა, სოციოლოგიური კვლევისას გამოკითხულთა 33% ნარკომანიას საზოგადოების ყველაზე დიდ პრობლემად მიიჩნევს. კვლევამ ე.წ. „მძიმე ნარკოტიკული საშუალებების" შავ ბაზარზე უკანონო ბრუნვის შემცირებაც გამოავლინა. ნარკომომხმარებელთა ასაკობრივი ჯგუფების ანალიზიდან კი გაირკვა, რომ  მცირდება ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ ახალგაზრდა ასაკის პირთა რიცხვი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკომომხმარებელთა ასაკი ხანდაზმული გახდა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსმა ოკუპანტებმა ადმინისტრაციულ საზღვარზე ქართველი ბავშვები არ გაატარეს1
ზურა ტარყაშვილის მკვლელობისთვის ბრალი შესაძლოა დავით ჯოხაძესაც წაუყენონ2
ფოტორეპორტაჟი: სტიქიის ზონაში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება3
ვანო მერაბიშვილის მოწონების მაჩვენებელი 7%-ით გაიზარდა4
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X