რეფერალური
დახმარების
ცენტრმა „ტრავმის მართვის პრეჰოსპიტალური ეტაპისთვის"
(PHTLS) თანამშრომლების
გადამზადება
დაიწყო. სასწავლო კურსი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გახსნა.
მინისტრი
ტრენინგის
დეტალებით
დაინტერესდა
და მონაწილეებს გაესაუბრა.
ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, PHTLS ტრენინგი არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განათლების პროგრამა. სასწავლო კურსი ფოკუსირებულია ტრავმის სპეციფიკასა და ტრავმით გამოწვეული დაზიანებების მართვაზე. სწავლების ფარგლებში, მსმენელები ტრავმით გამოწვეული მულტისისტემური დაზიანებისა და მათი მართვის სპეციფიურ მოთხოვნებზე ინოვაციურ ხედვას გაეცნობიან.
„ტრავმის
მართვის პრეჰოსპიტალური ეტაპის" ტრენინგი ორ დღეს გაგრძელდება და მას რეფერალური დახმარების ცენტრის 12 თანამშრომელი დაესწრება. მონაწილეები კურსის ბოლოს ტესტირებულ გამოცდას ჩააბარებენ, სადაც მათი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარჩვევები შემოწმდება. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში საერთაშორისო სერტიფიკატები გაიცემა.
აღნიშნული
ტრენინგი დამტკიცდა ამერიკის ქირურგთა კოლეჯის მიერ. ამ პროგრამით სწავლება დღეს მსოფლიოს 33 ქვეყანაში მიმდინარეობს.
Internet.ge