რუსთავის იუსტიციის სახლს ქ. კაიროს მერი ესტუმრა
დღეს, იუსტიციის
სახლი კაიროს მერმა
აბდელ
კავი ხაიფამ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა დაათვალიერეს.
იუსტიციის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სტუმრები იუსტიციის სახლის კონფეცფიას გაეცნენ, სპეციალური ტურის ფარგლებში კი თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეების ფუნქციონირების სპეციფიკას დააკვირდნენ.
იუსტიციის
სახლის მენეჯერმა სტუმრებს იუსტიციის სახლის სერვისის პროცედურები და მომსახურების სტანდარტები განუმარტა.
შეხვედრის
ბოლოს, ქალაქ კაიროს მერმა ქართული რეფორმების თემაზე შექმნილი ფილმი „მომავლის საქართველოც"
ნახა, რომელიც საჯარო სერვისების სფეროში სამომავლოდ განსახორციელებელ
სიახლეებს
ეხება.
იუსტიციის
სახლში ქ. კაიროს მერის ვიზიტის მიზანი საჯარო მომსახურების ქართული კონცეფციისა და იუსტიციის
სამინისტროს
ახალი ბრენდის - იუსტიციის სახლის ფუნქციონირების გაცნობაა.
2011 წლის 26 მაისიდან იუსტიციის სახლმა 1000-მდე სხვადასხვა
რანგის დელეგაციას უმასპინძლა.
Internet.ge