GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ომბუდსმენი, რომელმაც ტიმოშენკოზე ძალადობის ფაქტი დაადასტურა, მოხსნეს
10:31 28.04.2012
დღის სიახლეები

უკრაინულმა გაზეთებმა იულია ტიმოშენკოს ის ფოტოები გამოაქვეყნეს, რომელზეც ექს-პრემიერზე ფიზიკური ძალადობის კვალია ასახული. ფოტოებს თან ახლავს სამედიცინო ექსპერტების დასკვნაც.

როგორც „იტარ-ტასი“ წერს, სურათებზე კარგად ჩანს ჩალურჯებები და სისხლჩაქცევები ტიმოშენკოს სხეულზე, რასაც ექიმებიც ადასტურებენ.

უკრაინის რადას ნდობით აღჭურვილმა წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა საკითხებში - ნინა კარპაჩოვამ, ეს ფოტოები დასავლეთის დიპლომატებს წარუდგინა. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმზღვანელი უკრაინაში - ჟოზე მანუელ პინტუ ტაიშერა და ასევე, ევროკავშირის 27 ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი. დიპლომატები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც ცნობილია, ტიმოშენკომ კოლონიიდან გამოგზავნა წერილი, სადაც ის წერდა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას, რაზეც ის უარს აცხადებდა, მასზე ძალა გამოიყენეს.

რაც შეეხება ნინა კარპაჩოვას, რომელიც ამ შემთხვევაში ხელისუფლების ოფიციალური ვერსიის საწინააღმდეგოდ გამოვიდა და დაადასტურა, რომ ტიმოშენკოს ფიზიკური ზემოქმედების კვალი მართლაც ჰქონდა, ამის გამო, ის, ომბუდსმენის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. უკრაინის რადამ, რომელიც გუშინ საგანგებოდ შეიკრიბა, რათა დნეპროპეტროვსკში განხორციელებული ტერაქტების სერიაზე ემსჯელა, დრო იხელთა და კარპაჩოვას უნდობლობა გამოუცხადა, მის ადგილზე კი უკვე დანიშნა ვალერია ლუტკოვსკაია.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისში მოკლე ხაზიანი სამარშუტო ტაქსები გაძვირდა1
შსს უწყებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ინფორმაციას ავრცელებს2
პატიმართა მშობლები ქსნის დაწესებულების დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ3
"საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის კანდიდატურაზე მსჯელობა იწყება4
კახი კალაძემ მოადგილეები წარადგინა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X