სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული რეფორმის შედეგად, მსჯავრდებულთათვის სხვადასხვა პროფესიების შესწავლა გრძელდება.
პროფესიულ განათლებაში ჩართული მსჯავრდებულებისთვის კურსის დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია დღეს გეგუთის №14 დაწესებულებაში გაიმართა.
მსჯავრდებულებს სერთიფიკატები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა - გიორგი ღავთაძემ გადასცა.
გეგუთის დაწესებულებაში, საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო სახლი, 2011 წლის ნოემბერში გაიხსნა და პროფესიული განათლების სწავლების პროცესში ათობით მსჯავრდებული იყო ჩართული.
მათ შრომის ბაზარზე მოთხოვნადი სხვადასხვა პროფესია, უმაღლეს სასწავლებლებთან გაფორმებული მემორანდუმების შედეგად, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შეასწავლეს. აღნიშნული რეფორმით, მსჯავრდებულებს გათავისუფლების შემდგომ დასაქმების პერსპექტივა ეძლევათ.
ყველა მსჯავრდებულისთვის პროფესიული განათლების ხელშეწყობა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2012 წლი 10 პრიორიტეტული მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
internet.ge