GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სურამში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდება
17:12 28.04.2012
დღის სიახლეები
სურამის მოსახლეობა სუფთა და გაფილტრულ წყალს 24 საათიანი გრაფიკით, უწყვეტ რეჟიმში მიიღებს.

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა სურამში მიმდინრე წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. 

აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს 17 ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში ხორციელდება. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებენ. 

სურამი წყალს თვითდენით იღებს, თუმცა ამორტიზებული და მოძველებული წყალომარაგების სისტემის გამო სურამის მოსახლეობისათვის სუფთა წყლის სტაბილური გრაფიკით მიწოდება პრობლემას წარმოადგენდა. 

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე მოსახლეობა წყალს ზაფხულში მხოლოდ დღეში 4 საათის, ზამთარში კი 7 საათის განმავლობაში იღებდა. ამასთან ერთად, ვერ ხერხდებოდა წყლის ფილტრაცია და მოსახლეობას სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდებოდა. 

პროექტის ფარგლებში, წყლის ცენტრალური მაგისტრალი, 32 კილომეტრიანი ახალი მილით შეიცვლება, განახლდება წყალმომარაგების შიდა ქსელი. აშენდება ერთი სატუმბი-გადამქაჩი სადგური, მოეწყობა სათავე ნაგებობა. ასევე, გათვალისწინებულია ორი, 100 კუბურ-მეტრიანი რეზერვუარის მშენებლობა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სურამის მოსახლეობა სუფთა და ხარისხიან სასმელ წყალს 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიიღებს. 

სურამში მიმდინარე წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 70-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სკოლებში მანდატურის ინსტიტუტი გაუქმდება1
ირაკლი ალასანია შტეფან ფულეს შეხვდა2
ვანო მერაბიშვილი: მე ვიღებ პასუხისმგებლობას თითოეულ პატიმარზე3
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (3 - 9 სექტემბერი)4
მოქალაქეებმა ვიდეოპაემნის სერვისით უფასოდ ისარგებლეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X