საზოგადოებრივი
ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდი (PHMDF)
ბათუმში ფილიალს ხსნის, სადაც დახმარებას აღმოუჩენენ ბავშვებს, რომლებზეც ძალადობა
ხორციელდება.
ბავშვთა დახმარების
ცენტრთან ერთად ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას შეეძლება
მსგავს ფაქტებზე სატელეფონო კონსულტაცია მიიღოს.
ცენტრის გახსნასთან
ერთად PHMDF-ის თანამშრომლები სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკებს
სამდღიან ტრენინგს ჩაუტარებენ. ბავშვთა დახმარების ცენტრის ფსიქოლოგი,
სოციალური მუშაკი, პედიატრი და იურისტი ტრენინგის მონაწილეებს გააცნობენ ბავშვზე
ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებისა და მათი მართვის მექანიზმებს. ტრენინგს სააგენტოს
ხელმძღვანელებიც დაესწრებიან.
PHMDF–სა და
სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში,
სააგენტო ხშირად სარგებლობს ცენტრის მომსახურებით. აღნიშნული თანამშრომლობა, ახლადგახსნილი
ცენტრის მეშვეობით, აჭარის რეგიონშიც გაგრძელდება.
Internet.ge