შრომის,
ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, სახელმწიფო
დაზღვევის
ხელმისაწვდომობის
ადგილზე შემოწმების მიზნით, დღეს, კასპში, მიზნობრივი
სახელმწიფო
სოციალური
დახმარების
მიმღებ ოდოშაშვილების ოჯახს ეწვია.
კასპში
ვიზიტის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი მცირე საოჯახო ტიპის სახლსაც ესტუმრა და ბავშვები მოინახულა.
საზოგადოება
"ბილიკის"
კუთვნილმა
სახლმა ფუნქციონირება
2012 წლის
თებერვალში
დაიწყო. „ევრიჩაილდის"
მოდელის მიხედვით, იქ მყოფ 8 ბავშვს 2 ძირითადი მომვლელი - დედობილი და მამობილი და 2 ჩამნაცვლებელი აღმზრდელი - დეიდა და ბიძა უვლის.
ასევე, მინისტრმა კასპში შპს "მედალფას" კუთვნილი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრიც დაათვალიერა. 22 საწოლიანი კლინიკა ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. აქ პაციენტებს
ქირურგიული,
თერაპიული,
პედიატრიული,
ინფექციური
და მეან-გინეკოლოგიური რადიოლოგიური, ფთიზიატრიული, ტრავმატოლოგიური და სხვა სერვისების მიღება შეუძლიათ. სამედიცინო ცენტრში 166 ადამიანი, მათ შორის 46 ექიმი და 60 ექთანია დასაქმებული.
საავადმყოფოს
ასაშენებლად
სადაზღვევო
კომპანია
„ალფამ"
3 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. კლინიკამ ფუნქციონირება
2011 წლის
5 დეკემბერს
დაიწყო. გახსნის შემდეგ კასპის ახალ სამედიცინო ცენტრში 8023 პაციენტი მიიღეს.
internet.ge