GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დასაქმებულთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს პროფკავშირები მანიფესტაციით აღნიშნავს
10:36 01.05.2012
დღის სიახლეები

დასაქმებულთა საერთაშორისო სოლიდარობის  დღეს – 1 მაისს  საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მანიფესტაციით აღნიშნავს.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, აქცია – მანიფესტაციაში მონაწილეობას მიიღებს 10 000 აქციის მონაწილე მანიფესტანტი, რომლებიც 16:00 საათზე, ვარდების მოედანზე შეიკრიბებიან. მანიფესტაციის მონაწილენი რუსთაველის პროსპექტის გავლით მივლენ პარლამენტის შენობასთან, სადაც 17:00 საათზე თემატურ საპროტესტო მიტინგს გამართავენ.

აქცია–მანიფესტაციის მონაწილეებს გამოტანილი ექნებათ სხვადასხვა სახის მოთხოვნების შემცვლელი ტრანსფარანტები და ლოზუნგები.მიტინგის დამთავრების შემდეგ კი, აქციის მონაწილენი მიიღებენ მიმართვას ქვეყნის პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტისადმი.

„პროფესიული კავშირები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური-ეკონომიკური კრიზისის ფონზე დასაქმებულთა შრომითი, სამართლებრივი და ეკონომიკური უფლებების დაცვის მოთხოვნა სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს.

დასაქმებულთა საერთაშორისო სოლიდარობის  დღეს – 1 მაისს  საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება კი, ხალხმრავალი მანიფესტაციით აღნიშნავს, რადგანაც  კვალავ აქტუალურია ის საკითხები, რის გამოც მეორე ინტერნაციონალის პარიზის კონგრესმა მიიღო დადგენილება „პირველი მაისის დემონსტრაციის ყოველწლიურად ჩატარების შესახებ“, რომელიც პირველად 1890 წელს აღინიშნა“,- აცხადებენ გაერთიანებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა1
პუტინის მრჩეველმა ცხინვალის რეჟიმს კრემლის პრეტენზიები და მოთხოვნები წაუყენა2
ჩირიკბამ ივანიშვილისთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრება უარყო3
რუსული და უკრაინული ესტრადის ვარსკვლავები საქართველოს პარლამენტს მიმართვას უგზავნიან4
საქართველოში ვიზიტად მყოფი სენატორები გიგა ბოკერიას შეხვდნენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X