საქართველოს
სახელმწიფო
მინისტრი დიასპორის საკითხებში მირზა (პაპუნა) დავითაია დღეს, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივესიტეტს
ეწვევა და სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს.
დავითაიას პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მინისტრი ახალგაზრდებისთვის
დიასპორისა
და მიგრაციის საკითხებზე ლექციას წაიკითხავს, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო აპარატის საქმიანობაზე, მიგრაციის საკითხების კვლევის მნიშვნელობაზე, ასევე იმ გამოწვევებზე ისაუბრებს, რომელთა წინაშეც სახელმწიფო მინისტრის აპარატს საპასუხო სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება უწევს.
ამასთან, მინისტრი იმ პროექტებსა
და პროგრამებზეც ისაუბრებს, რომლებსაც უწყება საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან
კავშირების
გაღრმავების,
ასევე მათი მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს.
ლექცია სახელმწიფო ინივერსიტეტის პირველ კორპუსში
გაიმართება და მას უნივერსიტეტის
რექტორი
სანდრო კვიტაშვილი დაესწრება.
Internet.ge