სახალხო დამცველი კონტროლის პალატის
თავმჯდომარეს დისციპლინური წარმოების დაწყების რეკომენდაციით მიმართავს. ამის
შესახებ გიორგი ტუღუშის აპარატის მიერ გავრველებულ განცხადებაშია ნათქვამი.
აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენმა კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, 2012 წლის მარტში, მოქალაქეთათვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის მასალების შესწავლისას,
არაერთი
კონკრეტული
უფლებადარღვევის
ფაქტი დააფიქსირა.
„სახალხო დამცველის მიერ დაფიქსირდა არაერთი კონკრეტული უფლებადარღვევის ფაქტი, რომელთა ნაწილი განპირობებულია საკანონმდებლო ბაზის არასისტემატიზირებულობით,
ხოლო ნაწილი უშუალოდ მოხელეთა კანონსაწინააღმდეგო
ქცევით.
სახალხო
დამცველის
მიერ კონტროლის პალატას მიეცა სისტემური რეკომენდაციები,
რომელთაც პრევენციული ხასიათი უნდა ჰქონდეს სამომავლოდ უფლებადარღვევათა
თავიდან ასაცილებლად.
ასევე, კონტროლის პალატას სახალხო დამცველმა მიმართა წინადადებით, დაიწყოს დისციპლინური წარმოება იმ მოხელეთა მიმართ, რომელთა ქმედებებმაც, კონკრეტულ შემთხვევებში, უკვე
ხელყო მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები.
გამომდინარე
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, სრულად ვაქვეყნებთ საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის ტექსტს“,-
ნათქვამია გიორგი ტუღუშის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Internet.ge