GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დავით საყვარელიძემ სტუდენტებს ახალი პროექტები გააცნო
15:40 01.05.2012
დღის სიახლეები

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე დღეს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და მთავარი პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს ახალ პროექტებზე ესაუბრა.

საყვარელიძემ სტუდენტებს ქვეყანაში სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით ჩატარებული სამუშაოები გააცნო.

მისი თქმით, საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.

„სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დასახელდა, თბილისი კი, ისეთივე მშვიდ ქალაქად, როგორიც ლისაბონი ან ვენაა. ამ შედეგმა საქართველოს მთავარ პროკურატურას საშუალება მისცა, გადაედგა ნაბიჯები მართლმსაჯულების ლიბერალიზაციის კუთხით“,- განაცხადა საყვარელიძემ.

შეხვედრაზე სტუდენტებმა მთავარი პროკურორის პირველ მოადგილესთან ერთად განიხილეს პროგრამები: „სრულწლოვანთა განრიდება“,  „არასრულწლოვანთა განრიდება და მედიაცია“  „საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა“ და სხვ.

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის განცხადებით, სასჯელის ალტერნატიული, არასაპატიმრო ფორმების დანერგვა სწორედ იმის ნიშანია, რომ დანაშაულთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოს პროკურატურისათვის არანაკლებ პრიორიტეტული ხდება დანაშაულის პრევენცია. თუმცა, დავით საყვარელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკის შერბილება არავითარ შემთხვევაში არ მოხდება საზოგადოების უსაფრთხოების საზიანოდ და ალტერნატიული სასჯელის ფორმები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ კანონდამრღვევებზე, რომლებიც საშიშროებას არ უქმნიან საქართველოს სხვა მოქალაქეებს.

შეხვედრის ბოლოს საყვარელიძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. პროკურატურის ინფორმაციით კი,  მსგავს შეხვედრებს საქართველოს უმაღლეს დაწესებულებში მთავარი პროკურატურა მომავალშიც გეგმავს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დავით საყვარელიძემ სტუდენტებს ახალი პროექტები გააცნო1
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა2
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.3
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები4
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X