მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა პრობაციონერებმა, დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში გამწვანება-დასუფთავების აქცია მოაწყვეს.
აქციაში
9 პირობით
მსჯავრდებულთან
ერთად, მონაწილეობა სამმა საზოგადოებისათვის
სასარგებლო
შრომამისჯილმა მიიღო. მათ ეზოში ხის ნერგები დარგეს და სარწყავი არხი გაიყვანეს.
პრობაციის
ეროვნული სააგენტო პერიოდულად აწყობს დასუფთავების, გამწვანებისა და სხვა, საზოგადოებრივად
სასარგებლო
აქციებს, რაც პრობაციონერებს რესოციალიზაციაში
ეხმარება.
Internet.ge