GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საზღვარგარეთ წარსადგენი დოკუმენტაციის ლეგალიზაცია გამარტივდა
18:56 01.05.2012
დღის სიახლეები

საზღვარგარეთ წარსადგენი დოკუმენტაციის ლეგალიზაციის პროცესი გამარტივდა.  აღნიშნულ სერვისთან დაკავშირებით, რუსთავის იუსტიციის სახლში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი გაბრიელაშვილმა ბრიფინგი გამართა.

ღონისძიებას  საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტაბატაძე  და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნინო წერეთელი ესწრებოდნენ.

ახალი სერვისი არის ოთხი სახელმწიფო უწყების: სამოქალაქო რეესტრის, შსს მომსახურების სააგენტოს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგი და მიზნად ისახავს მოქალაქეებისათვის ლეგალიზაციის პროცესის გამარტივებას.

ლეგალიზაცია გულისხმობს დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ბეჭდის ან შტამპის ნამდვილობის დამოწმებას. ამისთვის მოქალაქეს დოკუმენტის ლეგალიზაციისთვის სამ უწყებაში მისვლა უხდეობდა: იგი ჯერ უნდა მისულიყო  სამოქალაქო რეესტრში, შემდგომ  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბოლოს კი, კონკრეტული ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა/ან საკონსულო დაწესებულებაში, სადაც სრულდებოდა დოკუმენტის ლეგალიზაციის პროცედურა.

ახალი სერვისის თანახმად, სამოქალაქო რეესტრში მოსულ მოქალაქეებს ლეგალიზაციის მე-2 ეტაპისათვის აღარ მოუწევთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ფიზიკურად გამოცხადება. დოკუმენტების დამოწმებას საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი ელექტრონულად განახორციელებს.

დოკუმენტების ლეგალიზაციის პირველი და მეორე ეტაპი განხორციელდება ერთდროულად, რის შემდეგაც, მოქალაქე პირდაპირ მიმართავს იმ ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას,  სადაც უნდა წარადგინონ დოკუმენტი.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ლევან გაჩეჩილაძის ვაჟს ბრალი წაუყენეს1
დიმიტრი შაშკინი "მე-9 არხს" პასუხობს2
მიხეილ სააკაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა3
საბერძნეთში დაკავებულ ე.წ. კანონიერ ქურდებს შორის ქართველი კრიმინალებიც არიან4
პირველი ლედი ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X