დღეს,
ქუთაისში
„ქუთაისობის“
სახალხო დღესასწაული აღინიშნება.
დღესასწაულზე,
ტრადიციულად
ქალაქის ცენტრალურ ბაღში ქუთაისელი ჩოხოსნები გამოვლენ და გამვლელებს ქუთაისობას მიულოცავენ.
დღესასწაულთან
დაკავშირებით
ქალაქში სხვადსხვა სახის ღონისძიებები გაიმართება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც დაესწრება.
ქალაქი
წელს, დღესასწაულს განახლებული სახით ხვდება. ქუთაისში დასრულდა ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია, ასევე ახალი მოედანი, რომელსაც გარკვეული თემატური დატვირთვა აქვს.
internet.ge