GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მოსამართლეები ბავშვთა სახლებში პრაქტიკული სამართლის კურსს წაიკითხავენ
17:02 02.05.2012
დღის სიახლეები

დღეს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრი“ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებში ახორციელებს პროექტს „მე ვეხმარები“. პროექტი ითვალისწინებს ბავშთა სახლებში სპორტული, სახელოვნებო და შემეცნებითი თემატიკის ტრეინინგების ჩატარებას.

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს ჩაუტარდებათ პრაქტიკული სამართლის ორთვიანი კურსი. პრაქტიკული სამართლის კურსი მოიცავს ყოველდღიური ცხოვრების ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვა, საქართველოს კონსტიტუცია, სასამართლო სისტემა და ა.შ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, პროგრამა „მე ვეხმარების“ მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენენ მოხალისეები, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ იხდიან საზოგადოებრივ ვალს მომავალი თაობის წინაშე. პროგრამაში მოხალისეებად ჩართულნი არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. საქართველოს სასამართლოების მხრიდან პროგრამაში ჩაერთვებიან მოსამართლეები.

პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან კოჯრის ბავშვთა სახლი, თბილისის კრიზისული ცენტრი და ნუცუბიძის ბავშვთა სოფელი.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ჟენევის მოლაპარაკებებს „ქართული ოცნების“ წევები დაესწრებიან1
მიხეილ სააკაშვილი: კახეთში ყველა ოჯახი, სოფელი და უბანი იგრძნობს წინსვლას2
ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან3
ოლიმპიადაზე მედალი ბრიტანეთის დედოფლის შვილიშვილმაც დაიმსახურა4
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (30 ივლისი - 5 აგვისტო)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X