რუსული მედიის ცნობით, სამართალდამცველებისთვის
ცნობილია, რომ დაღესტნელი თვითმკვლელი-ქალები საცხრამაისო დღესასწაულზე რუსეთის
რამდენიმე ქალაქში ტერაქტების მოწყობას გეგმავენ.
ოპერმუშაკებს 5 თვითმკვლელის შესახებ აქვთ
ინფორმაცია. მათგან ორი უკვე გაუვნებელყოფილია, კიდევ სამი, სავარაუდოდ, ორი ქალი
და ერთი მამაკაცი კი იძებნება.
ოპერატიული მონაცემების თანახმად, ისინი
ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონიდან გასვლას და რუსეთის ერთ-ერთ ცენტრალურ ქალაქში
ტერაქტის მოწყობას შეეცდებიან. ხოლო, თუ რეგიონიდან გასვლას ვერ მოახერხებენ, მაშინ „ცოცხალი ბომბები“
ჩრდილოეთ კავკასიის ერთ-ერთ რესპუბლიკაში ამოქმედდება.
Internet.ge