აჭარის
მთავრობის
თავმჯდომარემ,
ლევან ვარშალომიძემ თურქეთის ქალაქ იზმირის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ერქემ დემირბაში მიიღო.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი მეზობელი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ლევან ვარშალომიძემ სტუმარს აჭარის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. მხარეები თანამშრომლობის სფეროების გაფართოებაზეც შეთანხმდნენ.
იზმირის
ბიზნესმენთა
90 – კაციანი
დელეგაცია
სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ერქემ დემირბაშის ხელმძღვანელობით,
ბათუმს გუშინ ეწვია. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ბათუმში, დღეს დაგეგმილ ქართულ–თურქულ ბიზნეს ფორუმში, რომლის მიზანია, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა და ბიზნეს–პარტნიორობის გაძლიერება.
შეხვედრას
აჭარის მთავრობის წევრები, სავაჭრო–სამრეწველო პალატის თავმჯდომარე და აჭარაში თურქეთის გენერალური კონსული ესწრებოდნენ.
Internet.ge