დღეიდან, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
კვირეულს იწყებს. კვირეულის ლოზუნგია „ახალგაზრდული შემართებით“.
კვირეულის ფარგლებში, ღონისძიებები 3-11 მაისის ჩათვლით გაიმართება.
3 მაისს,
წითელი ჯვრის კვირეული ოფიციალურად გაიხსნება და სხვადასხვა
კომპანიაში შემოწირულობის ყუთები განთავსდება.
4 მაისს, ორგანიზაცია გამართავს საქველმოქმედო აქციას „ცხელი სადილი ხანდაზმულებს“. 7 მაისს კი, ცხელი სადილით
ბავშვებს გაუმასპინძლდებიან. 8 მაისს, წითელი ჯვრის მოხალისეები მსვლელობას მოაწყობენ. 10 მაისს კი, გასართობი ღონისძიება გაიმართება
კოჯრის ბავშვთა სახლში.
კვირეულის ბოლო დღეს, მოეწყობა საქველმოქმედო აქცია „ერთად ერთმანეთისთვის“. აქცია
ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად იმართება.
შეგახსენებთ, რომ 8 მაისი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის დღეა. ყოველწლიურად, ორგანიზაცია აწყობს „წითელი ჯვრის კვირეულს“.
მსგავსი ღონისძიებები, წითელი ჯვრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება. ყოველწლიურად, 188 ქვეყანა კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას წითელი ჯვრის ისტორიას, მნიშვნელობასა და საქმიანობას.
Internet.ge