სართიჭალაში
წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა, ქვემო ქართლში
პრეზიდენტის რწმუნებულთან დავით კირკიტაძესთად ერთად დაათვალიერა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, სართიჭალის მოსახლეობას წყალი კვირაში სამჯერ, დღეში 4-5 საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა.
სამინისტროს
ინფორმაციით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში
2 სატუმბი სადგური აშენდება, 2 საქლორატორო ნაგებობა, არსებულ რეზერვუარს ჩაუტარდება რეაბილიტაცია, შეიცვლება 32 კმ სიგრძის წყალსადენი ქსელი და მოხდება მოსახლეობის სრული გამრიცხველიანება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სულ 100-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა.
აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები, საქართველოს 17 ქალაქისა და სოფლის წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.
internet.ge