დღეიდან, რუსთაველის გამზირზე სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აღდგა.
ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.
მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება
მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე აღდგა.
უახლოეს მომავალში კი, სამარშრუტო ხაზები ფუნქციონირებას ჭავჭავაძის გამზირზეც დაიწყებს.
მერიის ინფორმაციით, ახალ ყვითელ სამარშრუტო ტაქსებში, გაკონტროლდება
ფეხზე მდგომ მგზავრთა რაოდენობა და მხოლოდ 5 ადამიანი იქნება დაშვებული. ასევე, სამარშრუტო
ტაქსები მხოლოდ ავტობუსების გაჩერებებზე გაჩერდებიან.
Internet.ge