ჯაბა სამუშია "თბილისის მიკროავტობუსს” სატენდერო პირობების დარღვევაში ადანაშაულებს
“ქრისტიან–დემოკრატების” მტკიცებით,
სამარშრუტო
ტაქსებზე გამოცხადებული ტენდერის პირობები კიდევ ერთხელ დაირღვა.
როგორც
თბილისის საკრებულოს
"ქრისტიან–დემოკრატმა"
წევრმა ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, მათივე ფრაქციის მიერ ჩატარებული მონიტორინგის თანახმად, დედაქალაქში კვლავ ძველი მიკროავტობუსები
სჭარბობს.
“ქრისტიან-დემოკრატები” თბილისის მერიას სატენდერო პირობების გადახედვისა და კომპანიის "თბილისის მიკროავტობუსები” შესაბამისად დასჯისკენ მოუწოდებენ.
"კომპანიამ "თბილისის მიკროავტობუსი” 2 კვირის წინ ჩატარებულ პრეზენტაციაზე, სატენდერო პირობების შესრულების შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დედაქალაქში დამატებით 2500–მდე სამარშრუტო ტაქსი უკვე შემოყვენილია. ჩვენი ფრაქციის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა კი ცხადჰყო, რომ თბილისში ისევ ძველი მიკროავტობუსები
მოძრაობენ,
რისი მტკიცებულებებიც
ჩვენ დღეს წარმოვადგინეთ. ამდენად, კომპანიამ
"თბილისის
მიკროავტობუსი”
სატენდერო
პირობები კიდევ ერთხელ დაარღვია.ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ თბილისის მერიას, გადახედოს მათთან გაფორმებულ ხელშეკრულებას და კომპანია სათანადოდ დასაჯოს”, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
მისივე
თქმით, სატენდერო პირობების შეუსრულებლობისთვის
ჯარიმა გათვალისწინებული
იყო მილიონ 300 000 ლარი, თუმცა დედაქალაქის ხელისუფლება კომპანიას მხოლოდ 100-ლარიან ჯარიმებს უწრეს.
Internet.ge