GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„თბილისის მიკროავტობუსის" დირექტორი ჯაბა სამუშიას ბრალდებებს პასუხობს
14:37 04.05.2012
დღის სიახლეები

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" დირექტორი, საკრებულოს წევრის "ქრისტიან-დემოკრატ" ჯაბა სამუშიას ბრალდებებს პასუხობს.

როგორც გიგლა ჯაბიშვილმა აღნიშნა,  კომპანიამ ქალაქის მთავრობის წინაშე აღებული ვალდებულებები შეასრულა.

"პირველადი ვალდებულება, რაც იყო თბილისის მთავრობის მიერ, კომპანიამ პირნათლად და სქემის მიხედვით შეასრულა. მიკროავტობუსების აუცილებელი რაოდენობა შემოყვანილია სრულად. ამჟამად მიმდინარეობს ხაზების დაკომპლექტება და მთლიანად  ივნისის თვეში დასრულდება, უკლებლივ ყველა ხაზზე იმოძრავებს მხოლოდ ახალი მიკროავტობუსი", - განაცხადა ჯაბიშვილმა.

მისივე თქმით, პროცესი ტექნიკური მიზეზების გამო ჭიანურდება.

"ეს პროცესი ლოჯისტიკურად რთული პროცესია, უნდა დამონტაჟდეს ნავიგაციის და გადახდის სისტემები, ფირნიში, ტაბლო. გარდა ამისა, ვალდებულება გვაქვს, დავასაქმოთ ყველა ძველი მძღოლი, მათთანაც მიმდინარეობს შეხვედრები და ხელშეკრულებების გაფორმება", – განმარტავს ჯაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრმა ჯაბა სამუშიამ საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" სატენდერო პირობების დარღვევასა და მოსახლეობის მოტყუებაში დაადანაშაულა. სამუშიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "თბილისის მიკროავტობუსს" ორჯერ გადაუვადეს ტენდერის პირობების შესრულების ვადა, ამ დროისათვის 2 500 სამარშტურო მიკროავტობუსი ჯერ კიდევ შემოყვანილი არ არის.

internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გურამ ჩახვაძის განცხადებით, საზოგადოება ხვალ ბოდიშს მოიხდის1
გურამ ჩახვაძეს აქციის მონაწილეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს2
პრეზიდენტის სიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი3
ინგა გრიგოლია: პოლიტიკურ თოქ-შოუს გავაკეთებ4
საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახალ გამოფენას მასპინძლობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X